„რა ფასი აქვს აწი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როცა მას მოქალაქეები კი არა თავად სასამართლოს წევრებიც აღარ ენდობიან?!
ამ პაპუაშვილმაც ხომ ბოლომდე გააფარჩაკა ეს უწყება და ვერ უშველის ამას პლენუმის საიდუმლოები!"- ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შიდა მუშაობა დაასრულა და შედეგები ეცნობება მედიას ოფიციალურად", -ეს განცხადება ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ გააკეთა. ტურავას განმარტებით, პლენუმმა იმსჯელა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მოსამართლეების ნაწილს ქონდა - ეს შეეხება საქმეების რიგითობის დარღვევით ჩანიშვნას, ასევე გახმაურებული საქმეების დაჩქარებული წესით განხილვსა და ე.წ კაბელებისა და "რუსთავი 2"-ის საქმეებზე მოსარჩელის მხრიდან შეცვლილ სარჩელებს, რომელიც მოსამართლეების ნაწილის განცხადებით, მათთვის არ იყო ცნობილი და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
"პლენუმი რა დასკვნას დადებს ამ საკითხებთან მიმართებაში, პლენუმის საიდუმლოებაა და ეს წინასწარ არ ითქმევა. მოსამართლეები ინდივიდუალურად იმსჯელებენ და დასკვნა გამოქვეყნდება. გადაწყვეტილების მიღებას 9 დან 5 ხმა სჭირდება, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ კვორუმი უნდა შედგეს, რომელზეც 7 მოსამართლის დასწრება აუცილებელია"- აცხადებს ტურავა.