logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი, ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას
- +

22 თებერვალი. 2022. 21:38

 

 

„მე ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, საქართველოს მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად“, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ს ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ.

 

„მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომას ვერ ახორციელებენ, აფხაზურ ენაზე ვერ ახორციელებენ ურთიერთობას. აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს ორივე ტერიტორიაზე, სამხედრო შენაერთებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner