logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა უკრაინის შესაბამისი ოლქების საზღვრებში აღიარა
- +

22 თებერვალი. 2022. 21:39

 

 

„რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ უკრაინის შესაბამისი ოლქების საზღვრებში „აღიარა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება საზღვრებს: ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები, შესაბამისად, ვაღიარეთ მათი კონსტიტუციები. ამ კონსტიტუციებში გაწერილია საზღვრები უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიხევდით“, - განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები ორ „დამოუკიდებელ რესპუბლიკას“ და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. პუტინის განცხადებით, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის მიერ გაცემული ნებართვა რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე არ ნიშნავს იმას, რომ რუსული ჯარი დონბასში ახლავე გაემართება.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner