logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილის პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს
- +

22 თებერვალი. 2022. 22:00

 

 

„სააკაშვილი ყოველი პროცესის დროს გვარწმუნებს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანია, რომელმაც პოლიტიკური ალღო დაკარგა. გუშინდელ პროცესზე ახალი თამაში წამოიწყო, შიმშილობა გამოაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას კანონის მოთხოვნის შესაბამისად იღებენ, რომელზედაც შიმშილობის აქტი გავლენას ვერ მოახდენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, სააკაშვილი საკუთარი პარტიისთვისაც ტვირთად იქცა.

 

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საინტერესო არც მსოფლიო და არც ქართული პოლიტიკისთვის:

 

„ზოგისთვის მისი ნაბიჯი თავგანწირვის მაგალითია, ჩემთვის კი მხდალი, პატარა ადამიანის ქმედება, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის არაერთ სისულელეზე არის წამსვლელი. სააკაშვილის ავიწყდება, რომ დრო როცა სამყარო მის გარშემო ტრიალებდა, წარსულს ჩაბარდა, დღეს ის საინტერესო არათუ მსოფლიო პოლიტიკისთვის, არამედ ქართული, ლოკალური პოლიტიკისთვისაც არ არის. მისი პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან დღეს სააკაშვილი დამნაშავე, ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც საკუთარი პარტიისთვისაც კი ტვირთად იქცა...

 

პ.ს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი გული უკრაინაშია, რომ შეეძლოს ფრონტის პირველ ხაზს გაამაგრებდა, 2008 წელი და სააკაშვილის გამაგრებული ქართული საზღვარი გამახსენდა, მისი ფორთხვა, ჰალსტუხის გემრიელად ჭამა, ათობით დაკარგული სოფელი, ათასობის ახალი დევნილი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც სააკაშვილის ახირებას და არათანმიმდევრულ პოლიტიკას შეეწირნენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner