რუსეთი უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების ევაკუაციას მოახდენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ნაბიჯს „დიპლომატებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დგამენ“.