logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს დეპუტატებზე: მეტი აღარ იქნება შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში
- +

22 თებერვალი. 2022. 23:43

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს ეხმაურება.

 

„მეტი აღარ იქნება შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში“, - დაწერა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.

 

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ​ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ სიაში არ არის.

 

შავ სიაში მოხდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner