„დეტალებში არ შევალ, პუტინის მიმართვაში არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ის 2022 წელს ევროპის უსაფრთხოების შესახებ დიალოგით დაინტერესებულია. მან პირდაპირი თავდასხმა განახორციელა უკრაინის არსებობის უფლებაზე. ის ირიბად დაემუქრა წარსულში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქვეყნებს, რომლებშიც დღეს დემოკრატია ყვავის და რომლებიც ნატოს წევრები არიან“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და რომ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესორია. ბაიდენს სჯერა, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველაზე ცუდი სცენარის დიპლომატიის მეშვეობით თავიდან აცილებისთვის.
„შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის თუ ის სერიოზულია. ბოლოს, რუსეთს მისი ქმედებებითა და არა სიტყვებით განვსჯით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ მას ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.