საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ამერიკის ხმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რუკაზე სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო აღნიშნული არ არის.
„ამერიკის ხმა - ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა და ასეთი მდაბიო, უღირსი საქციელი. სტატიაში, რომელიც რეგიონის კრიზისს ეხება, გამოყენებულია რუკა, სადაც საქართველო საერთოდ არ ჩანს, არაფერია აღნიშნული... იქნებ ბოდიში მოიხადოთ და წაშალოთ ეს სირცხვილი!!! - წერს თამთა მეგრელიშვილი.