logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: თინა ზესტაფონშიო! რატომაო?
- +

6 აგვისტო. 2016. 00:40


„რესპუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ზესტაფონელ ამომრჩეველს მიმართავს:



„თინა ზესტაფონშიო!!!

რატომაო?

 

1. მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში, და არ დაიწყებ ეხლა სინამდვილეში ასე და ისეთქო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირიდან.

 

2. თბილისელობის გარდა სრულიად ყველა მხრიდან და ყველა გადასახედიდან იმერელი ვარ და იდენთიფიცირება სწორედ იქაურობასთან მაქვს. 2008-ში ზესტაფონში მიტინგზე ვთქვი ერთხელ "სახლში მოვედი"-თქო და არასოდეს დამავიწყდება ზესტაფონლების რეაქცია.

 

3. სწორედ ეს რეაქციაა, რომელიც შემდეგ არაერთხელ გამომიცდია, ჩემი სამწლიანი ქუთაისური ცხოვრების ზესტაფონური დრო მაძლევს ენერგიას და იმედს.

 

4. 4 წლის წინ საგარეჯოში წავედი. მაშინაც ყველა შოკშო იყო. საგარეჯოდან ერთი ბებია მყავდა და სულ ეს იყო ამ თბილისელი გოგოს ბმა იქაურობასთან, მაგრამ ბევრი გულზე მჯიღის მცემელისგან განსხვავებით, მაშინ ოლქი მოვიგე. არ დაგავიწყდეთ თითქმის 40% აზერბაიჯანულია ის ოლქი. და მაინცდამაინც ვერც ვერავინ მოიგო მაშინ .. განწირული წითელი ოლქები.

5. ხოდა, არც არასდროს მივლია ადვილი გზით და არც ეხლა ვგეგმავ.

 

6. მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს.

 

7. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ჩემთან ერთად გაიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათიყო მინაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე.

 

წავიდეთ და მოვიგოთ!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner