„დღეს, რუსეთის განცხადების საპასუხოდ, რომ თავის ძალებს ბელარუსიდან არ გაიყვანს, ევროპაში განლაგებული აშშ-ის ძალებისა და აღჭურვილობის დამატებითი გადაადგილება დავუშვი, რათა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩვენი მოკავშირეები გააძლიერონ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ეს სრულად თავდაცვითი ქმედებებია.
„ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას. გვსურს გავაგზავნოთ უტყუარი მესიჯი: შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს დავიცავთ“, - განაცხადა მან.