logo_geo
eng_logo
ზურა ქადაგიძე: საქართველო-რუსეთის შეხვედრასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ჯგუფის მობილიზებას გეგმავენ, ოფიციალური მხარე უკრაინის მხარდაჭერა იქნება, ხოლო რეალური მიზანი პროვოკაცია
- +

23 თებერვალი. 2022. 10:33

 

 

„საქართველო-რუსეთის შეხვედრასთან დაკავშირებით (რაგბი) „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გეგმავენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფის მობილიზებას... აქტივობის ოფიციალური და გარეგნული მხარე იქნება რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტება და უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო რეალური მიზანი იქნება პროვოკაცია, რომელზეც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს. ის ხელისუფლებას მოსალოდნელი პროვოკაციის აღკვეთის თხოვნით მიმართავს.

 

„გეგმის მიხედვით, მძიმე შეურაცხყოფების გარდა, განიხილება სასტუმროში ან მოედანზე შევარდნის ვერსიებიც, როგორც წინა დღეს ვარჯიშზე, ასევე შეხვედრის დღეს. ორგანიზატორების გეგმის მაქსიმალური, სასურველი შედეგია ერთი მხრივ ქართველი გულშემატკივრის მინიმუმ ფიზიკური დაზიანება, მეორე მხრივ ისრებისა და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანა, ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მძიმე პროვოკაციებში... მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს, აღკვეთეთ ეს ვერაგული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ!“ - წერს ანალიტიკოსი.

 

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა შორის შეხვედრა 27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner