logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ყველაფერი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას აგრძელებს
- +

23 თებერვალი. 2022. 10:41

 

 

„ყველაფერი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას განაგრძობს,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე რუსეთს მოუწოდა უკან დაიხიოს და არ განახორციელოს თავდასხმა.

 

„მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. ეს რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციაა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. NATO გადამწყვეტი და ერთიანია საკუთარი მოკავშირეების დაცვაში. ბოლო კვირების განმავლობაში, მოკავშირეებმა დამატებით ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი მზადყოფნაშია.

 

ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სამხედრო მზადყოფნაში და 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner