უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. საუბარია ოპერატიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის. ზელენსკი ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით რუსეთი ცალმხრივად გავიდა მინსკის შეთანხმებიდან
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.