logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
- +

23 თებერვალი. 2022. 11:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. საუბარია ოპერატიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის. ზელენსკი ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით რუსეთი ცალმხრივად გავიდა მინსკის შეთანხმებიდან

 

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა.

 

„ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner