logo_geo
eng_logo
ავსტრალია რუსეთს სანქციებს უწესებს
- +

23 თებერვალი. 2022. 11:10

 

 

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, მთავრობამ ახალი ზომები „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის“ საპასუხოდ მიიღო. მისი თქმით, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს სამოგზაურო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ. სკოტ მორისონმა განმარტა, რომ კანბერა ასევე დააწესებს „მკაცრ“ ეკონომიკურ სანქციებს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა.

 

ავსტრალია სანქციებს რამდენიმე რუსულ ბანკსაც დაუწესებს.

 

„უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის განსახორციელებლად მზადყოფნის პიკშია და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა მორისონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner