logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა
- +

23 თებერვალი. 2022. 11:57

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ СNN იტყობინება.

 

როგორც ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი წინაპირობა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე უარის თქმა იყო, ახლა კი აშშ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

 

ბლინკენმა ლავროვს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტებისთვის მზად არის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „სერიოზულ განწყობას“ აჩვენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner