logo_geo
eng_logo
კანადა რუსეთს სანქციებს უწესებს
- +

23 თებერვალი. 2022. 12:01

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა.

 

ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადის მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“. კანადა ასევე აუკრძალავს კანადელებს რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას.

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილებას.

 

გარდა ამისა, კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის მიმართ და მათთან ფინანსურ ურთიერთობას აკრძალავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner