logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე: არის რეალური საფრთხე, მით უმეტეს, როდესაც საქმეში „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული სუბიექტები ერთვებიან
- +

23 თებერვალი. 2022. 12:42

 

 

„პროვოკაციის სუნი უდის, როცა ვიღაც-ვიღაცები ამ სპორტული ღონისძიების დროს უკრაინის საკითხის წამოწევას ცდილობენ, შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ პრევენციული ზომები“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, არის რეალური საფრთხე, მით უმეტეს როდესაც საქმეში „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, და სუბიექტები ერთვებიან.

 

„ერთი მხრივ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი სპორტული პაექრობაა. ასეთი მატჩის დროს ყოველთვის არის გარკვეული ემოციები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, შენ შენს გუნდს გულშემატკივრობ, თან იმ სახეობაში, რომელიც ასე პოპულარულია საქართველოში. მაგრამ როდესაც ვიღაც-ვიღაცები ამ სპორტული ღონისძიების დროს უკრაინის საკითხის წამოწევას ცდილობენ ან შეეცდებიან, რა თქმა უნდა, მიუღებელია და პროვოკაციის სუნი უდის. არის საფრთხე, თან რეალურიც, მით უმეტეს, როდესაც საქმეში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, და სუბიექტები ერთვებიან. ვითომ პატრიოტები, ვითომ უკრაინის მხარდამჭერები, სინამდვილეში პროვოკატორები სად და რას გააკეთებენ კაცმა არ იცის. ამიტომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ პრევენციული ზომები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner