logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრის ფარგლებში ნაცსექტის დაქირავებული ზონდერები ვითომ გააპროტესტებენ რუს ოკუპანტებს, რეალურად კი იქნება რუსეთის ნაკრების მოთამაშეების პროვოცირება
- +

23 თებერვალი. 2022. 12:46

 

 

„ავაზაკი სააკაშვილის სექტა მუდმივად ცდილობს საქართველოში არეულობის ხელოვნურად წარმოქმნას“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე 27 თებერვალს დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ.

 

როგორც აბაშიძე წერს, ცხადია, ამ ხელოვნურ ორომტრიალში იქნება მცდელობა რაც შეიძლება მეტ ქართველ გულშემატკივრის ჩართვის.

 

„ავაზაკი სააკაშვილის სექტა მუდმივად ცდილობს საქართველოში არეულობის ხელოვნურად წარმოქმნას. ამჯერად 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრის ფარგლებში. დესტრუქციული ნაცსექტის დაქირავებული ზონდერები ვითომ გააპროტესტებენ რუს ოკუპანტებს, რეალურად კი იქნება რუსეთის ნაკრების მოთამაშეების პროვოცირება. ცხადია, ამ ხელოვნურ ორომტრიალში იქნება რაც შეიძლება მეტ ქართველ გულშემატკივართა ჩართვის მცდელობა. სააკაშვილის ფასიანო გარეწრებო, სადაც მე ვიცი ამ ვერაგ გეგმაზე, უფრო მეტია ცნობილი შესაბამის სამსახურებში. საქართველოში არეულობას ვერასდროს შეძლებთ!“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner