logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: უნდა აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები ჰქვია
- +

23 თებერვალი. 2022. 13:13

 

 

„ის, რაც ამ ხელისუფლების პირობებში მიღწევადი გახდა, ეს არის სტაბილურობა და სიმშვიდე, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ პერიოდში კი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორმე არიოს ქვეყანა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის“, - ასე ეხმიანება facebook-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის დროს მოსალოდნელ პროვოკაციებს.

 

როგორც ფოჩხუა წერს, უკრაინის დროშის ფრიალი და ჰიმნის სიმღერა ფარსია და არა შედეგი.

 

„ის, რაც ამ ხელისუფლების პირობებში მიღწევადი გახდა, ეს არის სტაბილურობა და სიმშვიდე, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ პერიოდში კი ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, როგორმე არიოს ქვეყანა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის. ახლაც, დარწმუნებული ვარ, მოაწყობს პროვოკაციას, რომ როგორმე რუსეთს დაგვაპირისპიროს და ჩაგვრთოს ომში უკრაინასთან ერთად. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, უნდა აღიკვეთოს მსგავსი ქმედებები იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ნაცმოძრაობა და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულები ჰქვია. უკრაინის დროშის ფრიალი და ჰიმნის სიმღერა ეს ხომ ფარსია და არა შედეგი. საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner