logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტებისა და უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვით იფუთება პროვოკაცია, რომელზედაც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები
- +

23 თებერვალი. 2022. 13:14

 

 

„რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტებისა და უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვით იფუთება პროვოკაცია, რომელზედაც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები. ბოკერიას მიერ დაანონსებული უკრაინის დროშის ფერებიანი მაისურების დარიგების გარდა, იგეგმება მძიმე შეურაცხყოფები, სასტუმროში ან მოედანზე შევარდნა, ქართველი მაყურებლის ფიზიკური დაზიანება და ამ ყველაფრისგან თავიანთთვის სასურველი შედეგის - საქართველოს ჩათრევა მძიმე პროვოკაციაში“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის დროს მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.

 

მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყნის ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს ვერაგული ნაბიჯი.

 

„მას შემდეგ, რაც „ნაცებმა“ ვერ მოახერხეს დიდ პროვოკაციაში ჩავეთრიეთ და ოდესის ყოფილი გუბერნატორის „უვადო შიმშილობის“ თემას საზოგადოების მხრიდან სრული იგნორი მოჰყვა, საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე არეულობის მოწყობა დაგეგმეს. სოციალურ ქსელში ყოველგვარი გასაიდუმლოების გარეშე ღიად ვრცელდება ის გეგმა, რის განხორციელებასაც აპირებენ: რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტებისა და უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვით იფუთება პროვოკაცია, რომელზედაც უნდა წამოეგონ რუსეთის ნაკრების მოთამაშეები. ბოკერიას მიერ დაანონსებული უკრაინის დროშის ფერებიანი მაისურების დარიგების გარდა, იგეგმება მძიმე შეურაცხყოფები, სასტუმროში ან მოედანზე შევარდნა, ქართველი მაყურებლის ფიზიკური დაზიანება და ამ ყველაფრისგან თავიანთთვის სასურველი შედეგის - საქართველოს ჩათრევა მძიმე პროვოკაციაში.

 

იმის თქმას, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა, იმის გახსენება, რომ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის მატჩის დროს საომარი მოქმედებები შეწყდა, ან ის რომ რუსი მორაგბეები საქართველოს მიმართ თავიანთ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდნენ, აზრი არ აქვს. პროვოკატორები ამას მაინც ვერ გაიგებენ. აუცილებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს ვერაგული ნაბიჯი“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner