საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე, კითხვები მოიხსნება.
„საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კითხვები მოიხსნება. იმ ადამიანებს და ძალებს, ვინც აფიქსირებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ვინმე რაიმეს გაკეთებას გვაძალებს, ყოველგვარი საფუძველი გამოეცლებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის მოწინააღმდეგეები. ეს გადაწყვეტილება, რომელიც აფიქსირებს ქალისა და მამაკაცის ერთობას ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ძიძიგურმა.