logo_geo
eng_logo
ჩინეთის საგარეო უწყება: ტაივანი არ არის უკრაინა - ტაივანი ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი
- +

23 თებერვალი. 2022. 13:44

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი არ არის უკრაინა და ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი.

 

ოფიციალური პეკინის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაივანისთვის საზიანო შედეგები შეიძლება დადგეს, თუ დასავლური ქვეყნები ვერ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს, ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა უარყო რაიმე კავშირი უკრაინისა და ტაივანის საკითხებს შორის.

 

„ტაივანი არ არის უკრაინა. ტაივანი ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ეს უდავო იურიდიული და ისტორიული ფაქტია“, - აღნიშნა ჰუა ჩუნინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner