„ვინმემ თუ იცის მკაფიოდ და ნათლად, საბოლოოდ რა გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ? მხოლოდ ერთი ბებიის გვარის დამატება შეიძლება თუ ორივე ბებიის გვარის?
მეორე ბაბუის გვარის საკითხი როგორ იქნება? რამდენი გვარის ტარების უფლება ექნება ადამიანს? ისე მაგარი იქნება, ყველა ოთხი გვარი თუ ექნება ადამიანს, ყველა ბებიის და ბაბუის!
ასეთ შემთხვევაში მე ვიქნები მაღლაფერიძე-კვიციანი-გოგუაძე- ნიბლაძე. რატომაც არა, მშვენიერი იქნება! ადამიანებიც მეტ სიახლოვეს იგრძნობენ ერთმანეთთან!"- წერს მაღლაფერიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს აქვს უფლება სახელი და გვარი საკუთარი სურვილით განსაზღვროს
სასამართლომ სამოქალქო აქტების შესახებ, საქართველოს კანონის ის მუხლი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად, რომელიც სახელისა და გვარის შეცვლის წესებს ადგენს და გვარების გაერთიანების შემთხვევაში, მხოლოდ მეუღლის გვარის შეერთებაა შესაძლებელი.