logo_geo
eng_logo
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
- +

23 თებერვალი. 2022. 14:34

 

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს მხარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner