„ჩვენ შევაჩერებთ ვიზების გაცემას ე.წ. რესპუბლიკებიდან ფიზიკური პირების ნაწილისთვის, გავყინავთ მათ აქტივებს“, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდმა განაცხადა.
„ჩვენ იაპონიაში ავკრძალავთ რუსული ობლიგაციების გამოშვებასა და გავრცელებას. თუ ვითარება კიდევ უფრო გართულდება, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციაში სწრაფად მივიღებთ დამატებით ზომებს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.