გასული წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია მოულოდნელად გადადგა. მმართველმა პარტიამ მთავრობის მეთაურობის ახალ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია. ქვეყანაში იყო: მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციის ბოიკოტი და პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკა.
პოლიტიკური მწვავე პროცესების მოგვარება, ეკონომიკის აღდგენა წარმატებული მედიაცია, უპრეცედენტო პრიზები, მედლები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და 1 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც reportiori.ge-სთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
- მოგეხსენებათ, ღარიბაშვილს რთულ პერიოდში მოუწია მთავრობის ჩაბარება, ქვეყანაში იყო არაერთი პრობლემა, რისი გაკეთება მოუწია ღარიბაშვილს და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა როდესაც ქვეყნის მეთაური გახდა? როგორ ფიქრობთ, პრემიერმა საქართველოში შეინარჩუნა პოლიტიკური სტაბილურობა?
- ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება ნაუცბადევად მოხდა. არსებული სიტუაცია მართლაც ართულებდა მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა და მოუწია მას ამ უმნიშვნელოვანესი პოსტის ჩაბარება. მეორე, მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული - ეკონომიკურად. ეკონომიკური თვალსაზრისით იყო გამოწვევებით სავსე. ამას ემატებოდა ის პოლიტიკური უმწვავესი სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ჩენს პოლიტიკურ გუნდს გაუხდა ახალი პრემიერ-მინისტრი მოსაძებნი.
შესაბამისად, ეს ყველა მხრივ რთული პერიოდი იყო. უნდა ითქვას, პრემიერის სასახელოდ რომ ძალიან სწრაფადვე მართვის სადავეები ხელში აიღო და ყველა იმ პრობლემის კალაპოტში ჩაყენება დაიწყო, რომელიც რეალურად ამოვარდნილი იყო კალაპოტიდან. ეს პირველ რიგში, უკავშირდება პოლიტიკურ მწვანე პროცესს და მეორე - პანდემიას.
- როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს ეკონომიკის აღდგენის კუთხით, რაც განსაკუთრებით რთული იყო პანდემიის ფონზე?
- პანდემიის პირობებში ეკონომიკური ზრდა მართლაც არნახული იყო. მაჩვენებელი, რომელიც მივიღეთ და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მართლაც გასაოცარი. იმ პერიოდში, როდესაც პრემიერად ინიშნებოდა ბატონი ღარიბაშვილი, ვინმეს რომ ეთქვა წლის ბოლომდე ასე დავხურავდით, სიმართლე გითხრათ, ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი ამის პერსპექტიულობას, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
- შეგიძლიათ გამოარჩიოთ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი მიღწევები?
- ღარიბაშვილის მიღწევებიდან გამოვარჩევდი ეკონომიკური ტემპის დაფიქსირებას, რომელიც მართლაც ფენომენალურია და ამას, რასაკვირველია, ვაფასებ. ასევე, ჩემი პროფესიული კუთხით ინტერესის საგანს, რაც წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის დაკავშირებულია შშმ პირების კონვენციების ფაკულტატიური ოქმის მიღება. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო შშმ პირების კომიტეტის შექმნა. რამდენიმე და საკვანძო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც რეალურად პოზიტიურად აისახება სამომავლოდაც და ახლაც უკვე ჩანს ამის რეზულტატები ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სახელმწიფოში.
- რას იტყვით ირაკლი ღარიბაშვილის როლზე საერთაშორისო ასპარეზზე? და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მედიაციის აქტი?
- პრემიერმა რეგიონული ლიდერის პოზიცია მარტივად და ძალიან სწრაფად შეიქმნა, როდესაც რამდენიმე პრობლემური მნიშვნელოვანი საკითხის რეალურად გადაჭრაში იყო ჩართული. მისმა ჩართულობამ და მონაწილეობამ ძალიან კარგი ეფექტი დატოვა. ეს უბრალოდ არა კონკრეტული პრობლემის გადაჭრა იყო, არამედ, მისი ჩართულობა და მონაწილეობა აშკარად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგიონულ ლიდერთან გვქონდა საქმე.
მედიაციის პროცესი, რომელიც შედგა ბატონი ირაკლი ხელმძღვანელობით იყო უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იმისა, რომ ძალიან სერიოზულად პოზიციონირებდა საქართველოს როლი საერთაშორისო ასპარეზზე.
- როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, რომელიც გასულ წელს დაანონსდა? ვგულისხმობ ონლაინ თამაშების აკრძალვას, წამლებზე ფასების კლებას, ხელფასების ზრდას და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას...
- პრემიერის ინიციატივები მისასალმებელია. დამახასიათებელია საერთოდ ამ ადამიანისთვის და ეს მართლაც დადებითი მხარეა, არცერთი პრობლემა, რაც მწვავეა საზოგადოებისთვის, არ უშინდება ასეთ პრობლემებს. სწორედ მკაფიო და გადაჭრით გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ეს ზოგადად უნდა ამკობდეს კარგ მმართველს და ეს სწორედ ის ღირსებებია, რაც რეალურად ქმნის ისეთ რეზულტატებს, როგორც იყო ეკონომიკური ზრდა.
წამლის ფასები უზარმაზარი პრობლემაა და კონკრეტული გადაწყვეტილება მოვისმინეთ ამ საკითხს ირგვლივ. იგივე შემიძლია ვთქვა ონლაინ-კაზინოებზე. ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის დიდ თემებს ეჭიდება და შესაბამისად, აქვს წარმატებული გადაწყვეტილებები.
თავისთავად. ეკონომიკური ზრდა ჩემთვის პირადად არ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი, თუ ამას არ მოჰყვებოდა სოციალური მიმართულებით გარკვეული პასუხისმგებლობით აღვსილი გადაწყვეტილებების მიღება. მიდგომები სოციალური სამართლის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე არის წარმოჩენილი საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და სტრატეგიაში.
ძალიან ძნელია ერთდროულად 2 ფრონტზე მუშაობა, რასაც ჰქვია პანდემიის პირობებში - ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ - სოციალური სამართლიანობისთვის გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
მთავარი ღირსება, რაც აქვს ამ ყველაფერს: ეკონომიკური დოვლათის შექმნა, გაუმჯობესება, განვითარება პირდაპირ კონვერტირდება და მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის იხარჯება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საოცრად დასაფასებელი ამბავი.
- იცით, რომ 2021 წელი ისტორიული გამოდგა ოლიმპიელებისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვეს ქართველებმა და როგორ შეაფასებდით პრემიერის გადაწყვეტილებას ოლიმპიური ჩემპიონების დაჯილდოებაზე?
- ძალიან კარგი სიგნალია, იმიტომ რომ სპორტის მხარდაჭერა საზოგადოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ალბათ უკეთეს მეთოდს სპორტის წასახალისებლად, ვიდრე წარმატებული სპორტსმენების წახალისებაა, ვერც ნახავ ადამიანი და შესაბამისად, ძალიან დასაფასებელია მისი ინიციატივები.