logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი უკრაინასთან ან რუსეთთან ურთიერთობებზე უარს ვერ იტყვის
- +

23 თებერვალი. 2022. 16:49

 

 

„თურქეთი უკრაინასთან ან რუსეთთან ურთიერთობებზე უარს ვერ იტყვის“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვერ ვიტყვით უარს უკრაინასთან ან რუსეთთან ურთიერთობებზე. რუსეთთან გვაქვს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევეა უკრაინის შემთხვევაშიც. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ გადავჭრათ ეს კონფლიქტი რომელიმე ქვეყანაზე უარის თქმის გარეშე. რა თქმა უნდა, როგორც ყირიმის შემთხვევაში, თურქეთის პოზიცია ახლაც უცვლელია. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეზობლები, რუსეთ და უკრაინა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner