კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.
ადგილობრივები მერს, პირადი პრობლემური საკითხების ძირითადად - ჯანდაცვის, სოციალური, დასაქმების, სადავო და სხვა საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით მიმართავენ.
მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეების საჭიროებებს ეცნობა, კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში კი საკითხების გადაჭრას შესაბამის სამსახურებს ავალებს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლონ მოქალაქეთა საკითხების გადაჭრა.
მოქალაქეთა მიღება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
სამშაბათი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეა.