logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: ქართველი პარლამენტარების ყოფნა NATO-ში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
- +

23 თებერვალი. 2022. 17:16

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრები NATO-ში შეხვედრებს მართავენ. ქართველი კანონმდებლები NATO-ელ პარტნიორებთან მომავალ ინტეგრაციაზე მსჯელობენ. დღეს დეპუტატები NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდებიან, დაგეგმილია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხეებზე მსჯელობა.

 

„ქართველი პარლამენტარების ყოფნა NATO-ში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ პერიოდში. ეს არის 2008 წლიდან დაწყებული საქართველო - NATO-ს საპარლამენტო თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც ძალიან მრავლისმომცველია და უამრავ საკითხს აერთიანებს. ჩვენ ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებაზე,ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მედეგობაზე და NATO-ს ახალ კონცეფციაზე. ამ პროცესში საქართველოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი ბერაია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება. საპარლამენტო დონეზე NATO-სთან თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ“, - განაცხადა NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner