ქუთაისში, ნიკეას ქ. N21-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 96 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
ნიკეას ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კი, ის დევნილი ოჯახები შეირჩა, რომლებსაც ბინები გადაეცათ.
შენობაში სულ 96 ბინაა, აქედან 12-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 74-სამოთახიანი.