logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

23 თებერვალი. 2022. 21:03

 

 

2022 წლის 23 თებერვალს, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.

 

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას.

 

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner