„მინდა რომ მოვიდეს ხალხი რაგბის თამაშზე, ღირსეულად უგულშემატკივროს თავის გუნდს, ღირსეულად დაუდგნენ გვერდში. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭების ღირსეულ თამაშში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.
„ნებისმიერი პროვოკაცია მოედანზე თუ მოედნის მიღმა, იქნება ყოვლად მიუღებელი და ამის დაშვება არ შეიძლება. ეს საქციელი, პროვოკაციები დააზიანებს როგორც რაგბს, ასევე საქართველოს“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა შეხვედრა 27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში გაიმართება.