logo_geo
eng_logo
ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს
- +

23 თებერვალი. 2022. 21:08

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.

 

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი არ აღიარებს იმ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრინციპული პოზიციაა“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სიტუაციის გამწვავება, მათ შორის უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი, არავის ინტერესში არ შედის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner