logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად
- +

23 თებერვალი. 2022. 21:10

 

 

საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული.

 

„როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, მაშინ სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი ზომები არ გაატარა. ასევე სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ამას არა თუ შეეგუა, პირიქით, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს და ევროსაბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუციაში რუსეთზე თავდასხმა საქართველოს დააბრალეს. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ არაფერი გააკეთა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მკაცრი რეაგირება ჰქონოდა. საბედნიეროდ, დღეს საერთაშორისო საზოგადოება შეცვლილია და უკრაინის მიმართ მათი პოზიცია გაცილებით უფრო მკაფიო და ნათელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner