logo_geo
eng_logo
ვირუსის პიკი გადალახულია - რა მაჩვენებელს უნდა მივაღწიოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურებულად ჩაითვალოს
- +

23 თებერვალი. 2022. 22:04

 

 

ინფექციური საავადმყოფოს კვლევითი ცენტრი ბოლო ორი დღეა თითქმის ცარიელია . მონაცემების გადასამოწმებლად, დაახლოებით, 100 -მდე ადამიანი მიდის, მაშინ, როდესაც გასულ კვირას დღიურად 600-ზე მეტ PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშს იღებდნენ . ინფექციონისტები მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირებას, ვირუსის პიკის გადავლასთან ერთად, ომიკრონის მსუბუქ მიმდინარეობასაც უკავშირებენ.

 

კვლევითმა ცენტრებმა, შემცირებული მიმართვიანობის გამო, გასული კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 ათასზე ნაკლები ნიმუში შეისწავლეს. სტატისტიკაც ჩატარებული კვლევების იდენტურია. ომიკრონის პიკი გადავლილია, თუმცა ახლა ყველას აინტერესებს, როდის დასტაბილურდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში? ჯანდაცვის სამინისტოს მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - ვირუსის გავრცელების მასშტაბები უნდა შემცირდეს და დადებითობა 5 % -ს არ უნდა აღემატებოდეს .

 

ექიმების ნაწილი ვირუსის საფრთხეს ვეღარ ხედავს. ამბობენ, რომ ომიკრონი ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია , რომ ძლიერი ტალღის მიუხედავად, ქვეყანამ ვირუსთან მარტივად გამკლავება შეძლო.

 

საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელიც ბოლო ორი წელია ტალღიდან ტალღამდე ცხოვრობს, სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს - ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და რეგულაციების დაცვა ისევ საჭიროა

 

ჯანდაცვის სპეციალისტებს, ეპიდემიოლოგებს, მოლოდინი აქვთ, რომ მომდევნო ერთი თვის პერიოდში ლაბორატორიული მონაცემები განახევრდება და ომიკონის ტალღაც დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner