logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს
- +

23 თებერვალი. 2022. 22:29

 

 

„სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების  დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დასავლეთი და ნატო, რაც სერიოზული ტესტია დასავლელი პარტნიორებისთვის.

 

„ნამდვილად, ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი მოძმე ერისადმი, და უკრაინას გამოვუცხადო სოლიდარობა. ბუნებრივია ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სუბიექტებად აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.  ასევე, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ზოგადად მთელი მსოფლიოს, დასავლური სამყაროს რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი და ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი სახელმწიფო, არამედ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მთელი დასავლეთი და მათ შორის ნატოც. ეს სერიოზული ტესტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შესაბამისად, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს და დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner