logo_geo
eng_logo
Street Theatre Project - ქუჩის თეატრის პროექტი იწყება
- +

6 აგვისტო. 2016. 10:35



5-14 აგვისტოს, ბათუმში, პროექტის „Heat Batumi" ფარგლებში, გაიმართება ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project.


6 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „კოლონადებთან", წარმოდგენილი იქნება თელავის თეატრის სპექტაკლი „ჰორაციო". უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ჰორაციო" რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ დადგა.


ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარსდგებიან.


პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.


 9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში პოეზიის საღამოები მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი და ზვიად რატიანი. 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან" The Quintessence - ის კონცერტი მოეწყობა.


„ქუჩის თეატრის პროექტი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.



5 აგვისტო

BIG NAMES, სლოვაკეთი

ადგილი: ბულვარი, ზაფხულის თეატრის წინ დასაწყისი: 17:00, 18:30, 20:00

ხანგრძლივობა: 60 წუთი მოკლე ტრაილერი:

BIG NAMES (MUST SEE) VIDEO LINK

Big      Names      in      Hong      Kong                    

Big          Names          in         Istanbul                    

Big Names in Turkish Television Star

ვებ. გვერდი: http://www.bignames.net/


5 აგვისტო

 მტრის ნიღაბი

რუსთაველის თეატრი, საქართველო ადგილი: პიაცა

დასაწყისი: 22:00

ხანგრძლივობა: 120 წუთი მოკლე ტრაილერი:

https://www.youtube.com/watch?v=T2IRza9PgnA 

ვებ. გვერდი: http://rustavelitheatre.ge/


 

6 აგვისტო

 ჰორაციო

თელავის თეატრი, საქართველო ადგილი: ბულვარი, კოლონადები დასაწყისი: 21:00

ხანგრძლივობა: 65  წუთი, შესვენების გარეშე



7,  8 აგვისტო

 პატარა ისტორიები  - ჯამბზის შოუ, რუსეთი

ადგილი: ბულვარი დასაწყისი: 19:00 საათზე

ხანგრძლივობა: 60 წუთი

მოკლე ტრაილერი: https://www.youtube.com/watch?v=CnbR_1QH82g

ვებ. გვერდი: http://www.andreyklimakclown.com/



7 აგვისტო

კარნავალი - ზღაპრების გმირები მოზარდმაყურებელთა თეატრი, საქართველო ადგილი: ბულვარი, კოლონადები

დასაწყისი: 21:30

ხანგრძლივობა: 55 წუთი

ვებ. გვერდი: http://www.mozardi.ge/


 

8 აგვისტო

სკაპენის ოინები

ილიაუნის თეტარი, საქართველო ადგილი: ბულვარი, კოლონადები დასაწყისი: 21:00

ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე

ვებ. გვერდი: http://www.iliaunitheatre.ge/



9 აგვისტო

TRANSE EXPRESS, საფრანგეთი

TAMBOURS & GIANT DOLLS

ადგილი: ბულვარი, ზაფხულის თეატრის წინ დასაწყისი: 19:00, 21:00

ხანგრძლივობა: 60 წუთი მოკლე ტრაილერი:

https://www.youtube.com/watch?v=9GGGfluUorc

ვებ. გვერდი: http://www.transe-express.com/en/




9 აგვისტო

 წითელქუდა

ბათუმის თოჯინების თეატრი, საქართველო ადგილი: ერას მოედანი

დასაწყისი: 21:00







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner