logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: არ გამიკვირდება თუ ამ ბლოკში რეანიმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაინახავენ
- +

6 აგვისტო. 2016. 10:41


 

„გირჩი" , „ახალი მემარჯვენეები" და გიორგი ვაშაძე საარჩევნო ბლოკს ქმნიან. მე ვიტყოდი, რომ ასეთი ბლოკი შეიძლება მეტ-ნაკლებად მომგებიანი იყოს ვაშაძისა და მემარჯვენეებისათვის, მაგრამ უთუოდ წამგებიანი იქნება იმიჯის კუთხით „გირჩისათვის", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს და აქვე მიზეზებს განმარტავს.

 

„ახლად შექმნილი პარტია „გირჩი", რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოებას ახსენდება უფრო პრაგმატული განცხადებებით, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებით, შემცირებული დემაგოგიით დებატებში, ასევე გამოირჩევიან სხვებისგან იმით, რომ კოლეგა პარტიებისავით ვიწრო და პრიმიტიულ პარტაქტივიზმს არ მიმართავენ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" აჩრდილიდან უფრო გამოსვლითაც გამოირჩევიან, ბლოკს ქმნიან პრაქტიკულად პოლიტიკურად გარდაცვლილ მემარჯვენეებთან, რომელიც წლებია ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვაშაძესთან, რომელშიც ვაშაძეზე მეტად ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი მოჩანს.

 

შესაძლოა ეს გათვლა უკავშირდებოდეს, „მემარჯვენეებიდან" საკომუნიკაციო ხაზის გათვლას პრეზიდენტამდე, ხოლო ვაშაძესთან მიმართებაში კი გარკვეულ მატერიალურ შესაძლებლობებს.

 

არ გამიკვირდება თუ ამ ბლოკში რეანიმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას" დაინახავენ კვლავ, რაც წესით „გირჩისათვის" სასურველი ელფერი არ უნდა იყოს სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივების კუთხით.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, იმიჯის კუთხით, "გირჩისათვის" ეს უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია.

 

პ.ს. აღარაფერს ვამბობ იდეოლოგიურად განსხვავებულ პლატფორმებზე, თუმცა, რადგან დღეს ეს მასობრივ ამომრჩეველს მნიშვნელოვან თემად არ მიაჩნია, ჩავთვალოთ ხმების მოზიდვის "მარკეტინგულ" მიდგომად", - წერს გამზარდია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner