„ჯანდაცვის მიმართულება რომ ავიღოთ, 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენდა 450 მილიონ ლარს, 2022 წელს ბიუჯეტი 2,4 მილიარდია, წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მაშინ ქვეყნის მოსახლეობის მოცვა დაზღვევის პროგრამით 38% იყო, წელს 90%-მდე ავიდა.
„პრაქტიკულად, დაზღვევის პროგრამამ მთელი მოსახლეობა მოიცვა. კიდევ უამრავი პროექტია, რომელიც განვახორციელეთ“, - განაცხადა პრემიერმა.