logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენდა 450 მილიონ ლარს, 2022 წელს 2,4 მილიარდია
- +

23 თებერვალი. 2022. 23:33

 

 

„ჯანდაცვის მიმართულება რომ ავიღოთ, 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენდა 450 მილიონ ლარს, 2022 წელს ბიუჯეტი 2,4 მილიარდია, წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მაშინ ქვეყნის მოსახლეობის მოცვა დაზღვევის პროგრამით 38% იყო, წელს 90%-მდე ავიდა.

 

„პრაქტიკულად, დაზღვევის პროგრამამ მთელი მოსახლეობა მოიცვა. კიდევ უამრავი პროექტია, რომელიც განვახორციელეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner