logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაუნიშნავთო და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, დანიშნეს სწორედ ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების გამო
- +

23 თებერვალი. 2022. 23:53

 

 

„როგორც მივხვდი, მოღლიცინეებს (აი იმათ, თავდაცვის მინისტრად კეზერას დანიშვნაზე ხმა რომ არ გაუღიათ!) მისი ასაკი არ მოსწონთ - მრჩევლად დანიშნეს ეს მრავლისმნახველი კაცი, მრჩევლად, ბატალიონის მეთაურად კი არა. და დანიშნეს სწორედ ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების გამო! ისე, ვისაც მისი ასაკი არ მოგწონთ, იქნებ სცადოთ და დაეჭიდოთ, ან მკლავის გადაწევაში გაეჯიბროთ“, - ამის შესახებ პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე წერს.

 

„ამ დაწყევლილ ფეისბუქზე უამრავ სისულელეს ვხედავ, მაგრამ ამას მაინც არ ველოდი. პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაუნიშნავთო და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი - ბებერიო, შევარდნაძის დატოვებულიო, დავიწყებულიო, ჩამოწერილიო... პრეზიდენტის მრჩევლად სტრატეგიულ საკითხებში დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი, ნაომარი, უმამაცესი და უპრინციპულესი კაცი, პროფესორი, ათასი უბედურების მნახველი და გადამტანი, შესანიშნავი პედაგოგი, ხუთი შვილის მამა...

 

როგორც მივხვდი, მოღლიცინეებს (აი იმათ, თავდაცვის მინისტრად კეზერას დანიშვნაზე ხმა რომ არ გაუღიათ!) მისი ასაკი არ მოსწონთ - მრჩევლად დანიშნეს ეს მრავლისმნახველი კაცი, მრჩევლად, ბატალიონის მეთაურად კი არა. და დანიშნეს სწორედ ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების გამო! ისე, ვისაც მისი ასაკი არ მოგწონთ, იქნებ სცადოთ და დაეჭიდოთ, ან მკლავის გადაწევაში გაეჯიბროთ...

 

როგორც იქნა, ძლივს ერთი ჭკვიანური დანიშვნის ამბავი გავიგე, ესენი კიდე თინა ბოკუჩავას და თაკო ჩარკვიანის იქით ვერავის ხედავენ... ფუჰ!...

 

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ასაკი ხომ არ შეგახსენოთ?“, - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner