logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: იორდანიის მეფემ და პრინცმა ერთობლივად გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი, სადაც პატრიარქის კურთხევით, ჩვენი სურვილია, დაფუძნდეს ქართული სულიერებისა და კულტურის კერა, უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ჩავიდე იორდანიაში
- +

23 თებერვალი. 2022. 23:56

 

 

„მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით, წმინდა მიწაზე, იორდანიის სამეფომ, მეფემ და პრინცმა ერთობლივად გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი, სადაც პატრიარქის კურთხევით, ჩვენი სურვილია, აშენდეს, დაფუძნდეს ქართული სულიერებისა და კულტურის კერა, ცენტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იორდანიაში ვიზიტს გეგმავს.

 

„ჩემი თხოვნით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან სახელმწიფო კომისიაში, რომელიც შევქმენი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და მას ყველანი ერთად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner