logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც გამოვააშკარავეთ დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემები და კავშირები ქოლცენტრებთან, გარკვეულმა მასხარებმა შოუ დადგეს და ეს ერთგვარი შურისძიება იყო კეზერაშვილის მხრიდან, რომელიც ნაძარცვი ფულით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა
- +

24 თებერვალი. 2022. 00:02

 

 

„მას შემდეგ, რაც გამოვააშკარავეთ დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემები და კავშირები ქოლცენტრებთან, გარკვეულმა მასხარებმა შოუ დადგეს და ეს ერთგვარი შურისძიება იყო კეზერაშვილის მხრიდან, რომელიც ნაძარცვი ფულით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ყველა ასეთი ქოლცენტრის მუშაობის ზედმიწევნით შესწავლის დავალება მისცა და თუ მსგავსი სადმე კიდევ იქნება აღმოჩენილი, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.

 

„ე.წ ქოლცენტრების თაობაზე საგამოძიებო სამსახურებსგან გავიგე, როცა მათ გახმაურებული შემთხვევები გამოიძიეს და ამაში ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურები იყვნენ ჩართულები. ჩვენ ერთობლივი ოპერაციები ჩავატარეთ და ძალიან ბევრი ადამიანი მივეცით პასუხისგებაში. ეს იყო თაღლითების ჯგუფი, რომელიც კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული და ეს ყველამ კარგად იცის. ის ოპერირებდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამის შემდეგ გამწარებულმა დააფინანსა ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობა. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ლამაზად ჟღერს, რომ ყველაზე დიდი კორუმპირებული აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას. ბუნებრივია, მათი ეს აჟიოტაჟი და ხმაური, გასაგები იყო საიდანაც მოდიოდა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება, რომ მას შემდეგ, რაც გამოვააშკარავეთ მისი თაღლითური სქემები და კავშირები. კეზერაშვილი ამ ნაძარცვი ფულით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა. ეს სქემა რომ გამოვლინდა, გაიშიფრა და ჩვენმა საგამოძიებო სამსახურებმა დაიჭირეს მისი თანამშრომლები, ამის შემდეგ გარკვეული მასხარების მიერ მოხდა ამ შოუს დადგმა. ეს იყო, სხვა არაფერი, მარტივად. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დავავალე, რომ ყველა ასეთი ქოლცენტრის მუშაობა ზედმიწევნით იქნას შესწავლილი და თუ მსგავსი სადმე რაიმე იქნება აღმოჩენილი, ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. აქვე მინდა გავმიჯნოთ, ქვეყანაში არსებობს სხვა ქოლცენტრები, ანუ ერთია თაღლითების ჯგუფი, სადაც არის დანაშაული და ჩვენ დაუნდობელი ვიქნებით და კომპრომისი არ იქნება და მეორე არის დიდი კომპანიების ქოლცენტრები, რომლებიც ასაქმებენ ახალგაზრდებს და ნორმალური პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. ასეთი დიდი  კომპანიების ქოლცენტრები უნდა მოვიზიდოთ საქართველოში”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner