logo_geo
eng_logo
ნიკა დიდიშვილი: ტყვია რომელიც 7 ნოემბერს მესროლეს იყო აკრძალული იარაღიდან
- +

24 თებერვალი. 2022. 00:11

 

 

მსოფლიო დონის ექსპერტებმა ჩემს ადვოკატს უთხრეს რომ ტყვია რომელიც 7 ნოემბერს მესროლეს იყო აკრძალული იარაღიდან, - ამის შესახებ 7 ნოემბრის დაზარალებულმა, ნიკა დიდიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„საავადმყოფოში გავატარე 75 დღე. ჩამიტარდა 2 რთული ოპერაცია ფეხზე და შემდეგაც პატარა ოპერაციები დროდადრო მჭირდებოდა, სანამ ძვალი საბოლოოდ შეხორცდებოდა. ჭრილობა იყო ძალიან მძიმე და თავიდან მიდიოდა საუბარი ფეხის ამპუტაციაზეც. კანი განაგრძობდა კვდომას და ვერ ხდებოდა მისი აღდგენა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ფეხი გახდებოდა მოსაჭრელი. ექიმების დაუღალავი შრომითა და მათი თანადგომით და ღმერთის წყალობით დღეს მე ჩემი ფეხით გადავაადგილდები, - განაცხადა ნიკა დიდიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner