logo_geo
eng_logo
არის თუ არა ტრამპი პუტინის „არანებაყოფლობითი აგენტი“?
- +

6 აგვისტო. 2016. 10:43


 

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა, მაიკლ მორელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ტრამპი პუტინის „არანებაყოფლობითი აგენტი" იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას The  New York Times ავრცელებს.


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაზვერვის ოფიცერი იყო, რომელიც ადამიანების სუსტი მხარეების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაზეა დატრენინგებული. პუტინმა ზუსტად ეს გააკეთა პრაიმერიზის დასაწყისში და ტრამპის სისუსტეზე ითამაშა, როცა მას მადლობა გადაუხადა, რაზეც ტრამპს ის რეაქცია ჰქონდა, როგორიც პუტინმა გათვალა," - აცხადებს მორელი.



მისივე აზრით, ზუსტად ესაა მიზეზი, რომ ტრამპი პუტინს აქებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც რუსეთის ხელისუფლებას აწყობს. ამის მაგალითად კი მორელის ტრამპისგან ყირიმის რუსეთის ნაწილად შესაძლო აღიარება და რუსი ჰაკერებისადმი დემოკრატების ფოსტის გატეხვის მოწოდება მოიყვანა.


სადაზვერვო წრეეში ამაზე ვიტყოდით, რომ პუტინმა ტრამპი რუსეთის აგენტად დაიქირავა," - აცხადებს მორელი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner