logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილის გადადგომა სინამდვილეში ხელისუფლებაში დარჩენის სცენარის ნაწილი იყო
- +

24 თებერვალი. 2022. 00:11

 

 

„სააკაშვილმა თქვა, რომ გადადგა, როდესაც 7 ნოემბრის მოვლენები შეიტყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის არსად არ გადადგა. ეს იყო ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების სცენარის ნაწილი. ის ვითომ გადადგა, შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. ამ პერიოდში პრაქტიკულად ჩაახშვეს პროტესტი. ბევრი ადამიანი იყო დაშავებული, დასახიჩრებული, შეშინებული, ტრავმირებული, შეურაცხყოფილი“, - ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

ყველამ ვიცით, რომ უშუალოდ სააკაშვილის დირექტივების გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდებოდა. მინიმუმ ტელევიზორით თუ მაინც უყურებდა, ის ბრძანება გაეცა, რომ იმ ხალხს ასე არ მოქცეოდნენ. თუ ეს იყო უბრალოდ მიტინგის დაშლა, ამ ადამიანებისთვის გაქცევის საშუალება მაინც უნდა მიეცათ. ვიყავით ჩაკეტილები და გვისწორდებოდნენ სასტიკად. ეს კადრები ხომ არსებობს და ამ ისტორიას თავიდან ხომ ვერ გადაწერენ. სააკაშვილი დღეს ცდილობს საზოგადოებას განსხვავებული ისტორია შესთავაზოს, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი იცის“, - განაცხადა ჭკადუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner