logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაიწყო, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ჩვენ ამ ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდო
- +

24 თებერვალი. 2022. 00:14

 

 

„ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაიწყო, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ჩვენ ამ ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას დღეს რეგიონში აქვს გადასარევი ურთიერთობები და ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„რეგიონში ჩვენ გვაქვს გადასარევი ურთიერთობები, რეგიონულ ლიდერებთან მე პირადად დავამყარე ძალიან კარგი მეგობრული ურთიეთობები საერთოდ ყველა ლიდერთან, იქნება ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტი თუ სხვა და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვითარება იცვლება, დინამიკა არის ძალიან მაღალი მსოფლიოში, კიდევ ვუბრუნდები უკრაინის თემას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ისე დასრულდება, თუ ასე დასრულდება, ამ მოვლენას ექნება ჩვენზე შედეგი და გავლენა ექნება, არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგზე და სისტემაზე, მსოფლიო წესრიგზე, რომელიც არის შექმნილი. აქვე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, მე დღეს მოვისმინე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებები და მოწოდებები, რომ აი, რატომ არ უერთდებიან ქართველი პოლიტიკოსები, საქართველო რატომ არ უერთდება სანქციებს და რატომ არ უწესებენ სანქციებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსებს. ამას ვისმენ იმ პატიმრისგან, რომელიც იყო პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს ჩააბარა კოდორი, იარაღი, 100-ზე მეტი სოფელი, უამრავი ტერიტორია, შემდეგ გამოიქცა ფორთხვით და ამის შემდეგ მოაწერა კაპიტულანტურ განცხადებას ხელი, ამის შემდეგ რუსულ კომპანიებს, სახელმწიფო კომპანიებს ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციები განახორციელებინა, მიჰყიდა დაბალ ფასად სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული და სხვა ობიექტები. ამის შემდეგ ამ კაცმა, იმავე პატიმარმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააკეთა, როცა ჩვენს მოქალაქეებს როგორ ექცეოდნენ მოგეხსენებათ კარგად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ხელი მოუწერა ოკუპანტ რუსეთს და დღეს ეს ადამიანი აკრიტიკებს, ბედავენ ჩვენს გაკრიტიკებას, ამხელა პოლიტიკურ უნამუსობასთან გვაქვს საქმე. თუმცა ეს ნორმალურია, მე მესმის, რომ იმ ღალატის შემდეგ, რომელიც მათ ჩაიდინეს, ბუნებრივია ცდილობენ, რაიმეთი გადაფარონ და სხვას დააბრალონ თავისი გაფუჭებული, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ. დღეს სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ხელისუფლება ვართ. ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაიწყო, ეს პოლიტიკა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენ ამ ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner