logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: დღეს სააკაშვილი ევროპული ტიპის საპატიმრო დაწესებულებაშია, რომელიც როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან
- +

24 თებერვალი. 2022. 00:57

 

 

„ბატონი სააკაშვილი დღეს ძალიან ბევრ სახელსა და გვარს ასახელებს და მათ შორის საკუთარი მეუღლეც კი დაასახელა, მაგრამ მე არ მგონია, რომ თითოული ჩვენგანს ისეთი წარმოდგენა აქვს საზოგადოებაზე, რომ იმდაგვარად ფიქრობდეს და ისეთ შეურაცხყოფას აყენებდეს იმ მრავალათასიან მომიტინგეებს, რომლებიც ხელებაწეული იდგენენ რიყეზე 7 ნოემბერს“, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მე არ მგონია, რომ დღეს ვინმე იმას ფიქრობს საქართველოში, რომ ეს ადამიანები და თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვიდექით, რუსეთის დაკვეთას ვასრულებდით. შეიძლება სააკაშვილს უნდა, რადგან სხვანაირად არ შეიძლება „გაპრავდეს“ ის უკანინობა და უსამართლობა, რასაც თვითონ აკეთებდნენ. დღეს რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმაა, ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ დღეს, სააკაშვილი ევროპული ტიპის საპატიმრო დაწესებულებაშია, რომელიც როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. რომელ საზღვარგარეთ მკურნალობაზეა საუბარი, კამერაში ვერ ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს ვერ ელაპარაკებოდნენ“, - განაცხადა ჭკადუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner