logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ცეცხლში გაგვხვიეს, კოდორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეს, ქვეყნიდან გაიქცნენ, ბრძოლის ველზე გმირი ჯარისკაცების ცხედრები მიატოვეს, წაგებული ომი გამარჯვებად გამოაცხადეს
- +

24 თებერვალი. 2022. 01:03

 

 

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ქვეყანა დაიცვან ამ მავნებლებისგან და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა პროვოკაციის პრევენციისთვის!“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი წერს:  

 

„პატრიოტიზმის სახელით მოქმედი მეხუთე კოლონა კიდევ ერთ პროვოკაციას გეგმავს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, ქვეყანა დაიცვან ამ მავნებლებისგან და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა პროვოკაციის პრევენციისთვის! ამათ ხომ არ გონიათ საზოგადოებას მოატყუებენ თავიანთი ფსევდო პატრიოტული ლოზუნგებით?! ან ხომ არ გონიათ დაგვავიწყდა ვინ არიან და რა გაუკეთებია მთელ მათ მოდგმას და ჯიშს, მაშინ როცა სხვადასხვა დროს ვაჟკაცი ბიჭები ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ?! 

 

ცეცხლში გაგვხვიეს, კოდორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეს, ქვეყნიდან გაიქცნენ, ბრძოლის ველზე გმირი ჯარისკაცების ცხედრები მიატოვეს, წაგებული ომი გამარჯვებად გამოაცხადეს, რუსთაველზე ტაშფანდური გამართეს, რეზოლუციას ხელი მოაწერეს და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებასა და აკრძალული იარაღის გამოყენებაში, მთელი ქვეყნის სიმდიდრე (წიაღისეული, ჰიდრო ენერგეტიკის რესურსები, სახელმწიფო კომპანიები) რუსეთს გადასცეს, 2018 წელს კაგებეშნიკი ვაშაძე უნდოდათ პრეზიდენტად, რომლის კამპანიისთვისაც რუსეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა შკრიალოვის ჯგუფი, სულ ეხლახანს პარტიის თავმჯდომარედ რუსი ბიზნესმენი აირჩიეს, ხოლო არაფორმალურ თავმჯდომარედ კაგებეს გენერალი ალასანია ყავთ!!! ეს მდაბიო, მხდალი, პრიმიტივები, რომლებსაც შარვლის ჩახდა და გადაკუზვა თავგანწირვად მიაჩნიათ, დღემდე, წაგებულ ომში გამდიდრებული თავდაცვის მინისტრის მიერ მოპარული ფულით ფინანსდებიან. რუსულ (დაბალი ხარისხის) სერიალებში ხელფასებს რუბლებში იღებენ და ხანაც მინდია გულუას უდგებიან მოჯამაგირედ რამდენიმე ათასი რუბლისთვის!

 

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ქვეყანა დაიცვან ამ მავნებლებისგან და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა პროვოკაციის პრევენციისთვის!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner